თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში „ტრაბზონსპორი“ „ფენერბაჰჩესთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, მარკის რიდმა კი მორიგი დიდებული თამაში ჩაატარა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 36 წუთში 31 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. რიდმა 14-დან 10 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. ის ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის MVP გახდა.
„ფენერბაჰჩემ“ მეტოქეს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 93:90 სძლია. „ფენერმა“ მეორე პერიოდი 7 ქულით მოიგო, რაც შეიძლება ითქვას, განსხვავების შექმნელი გამოდგა.
„ტრაბზონსპორი“ 17 მოგებით და 10 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 აპრილს, „გალათასარაის“ უმასპინძლებს.







