ფეხბურთი

18:54 | 19.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის ტრავმა და "ლივერპულის" დრამატული გამარჯვება დერბიში

ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში „ლივერპული“ დერბიში „ევერტონს“ ესტუმრა, გიორგი მამარდაშვილმა კი ტრავმა მიიღო.

მატჩის 54-ე წუთზე ქართველი მეკარის კარში გოლი ბეტომ გაიტანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა (1:1) და სწორედ ამ მომენტში დაშავდა მამარდაშვილი, რომელსაც „ევერტონის“ ფორვარდი დაეჯახა.

ჯერ უცნობია რა ხარისხის დაზიანებაა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ პირველად ნიშნები დამაიმედებელი არაა - გიორგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. საუკეთესო შემთხვევაში, ალბათ, მისთვის სეზონი დასრულდა.

მამარდაშვილს ორი სეივი ჰქონდა, მატჩის სტარტზე ბეტოს დარტყმისგან იხსნა თავისი გუნდი. „ლივერპული“ 29-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა უპასუხეს და 1:1. არნე სლოტის გუნდმა მაინც მოიგო: მე-10 კომპენსირებულ დროში ვირჯილ ვან დეიკმა გამარჯვების გოლი შეაგდო - 1:2.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 8, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

„ლივერპული“ პრემიერლიგაში 33 ტურის შემდეგ 55 ქულით მეხუთე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა, რადგან ამ მოგებით უახლოეს მდევრებს 7 ქულით გაუსწრო. სლოტის გუნდი მომდევნო ტურში 25 აპრილს, „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085246