ფეხბურთი

19:12 | 19.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის ბრწყინვალე გოლი ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ „ფრაიბურგთან“ დამარცხდა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

„ფრაიმ“ ტაიმი 1:0 მოიგო, 46-ე წუთზე კი მოედანზე ზივზივაძე შევიდა, რომელმაც 58-ე წუთზე მარცხენა ფეხით შესანიშნავად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში გაათანაბრა. „ფრაიბურგმა“ მატჩის მიწურულს მეორე გაიტანა და 2:1 მოიგო.

ზივზივაძემ სეზონში მესამე გოლი გაიტანა, მათ შორის, ზედიზედ მეორე, რადგან წინა ტურში „უნიონის“ კარი დალაშქრა. სულ მას ბუნდესლიგაში 5 გოლი აქვს, 3 მიმდინარე და 2 გასულ სეზონში.

„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 აპრილს, გადამწყვეტი მატჩი აქვს, „ზანკტ პაულისთან“, რომელიც პლეი-აუტის ზონაშია და რომელსაც 7 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.074833