ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში გრაცის „შტურმი“ „ლასკ ლინცს“ ესტუმრა, რომელსაც დაუზავდა (1:1), ოთარ კიტეიშვილმა კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მე-10 წუთზე პენალტი შესანიშნავად შეასრულა და ანგარიში გახსნა. მეორე ნახევარში გრაცელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1. ოთარმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიზო მამაგეიშვილი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა.
კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 13 გოლით ბომბარდირებში პირველ ადგილზეა და 1 გოლით უსწრებს „რიდის“ ფეხბურთელ კინგსტონ მუტანდვას. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 36 თამაშში 17 გოლი და 3 საგოლე პასია. მამაგეიშვილს „შტურმში“ 8 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ერთხელ პენალტი მოიპოვა.
„შტურმი“ 28 ქულით ლიდერია, სწორედ „ლასკს“ ორი ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, 22 აპრილს, ისევ „ლასკს“ შეხვდება, ოღონდ საკუთარ მოედანზე.







