ფეხბურთი

20:07 | 19.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ნიდერლანდელმა თქვა, ღია ჭრილობაა, რომელიც სერიოზული არ უნდა იყოს:

„ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც დავინახე, და ასევე მითხრეს, ღია ჭრილობა იყო. ეს არ იქნება ხანგრძლივი ტრავმა, ვნახოთ, მომავალ კვირას იქნება თუ არა მზად“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი „ევერტონის“ ფორვარდ ბეტოსთან შეჯახებისას დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ჯერჯერობით, სრული სურათი ტრავმასთან დაკავშირებით, მაინც უცნობია.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 8, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170743