მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის 2026 წლის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გახდა.
ვენსან კომპანის გუნდს 30-ე ტურში „შტუტგარტთან“ მიზნისთვის ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ „ბაიერნი“ როდის იყო ფრეზე თამაშობდა? არასდროს და ახლაც მოიგო. 21-ე წუთზე „შვაბები“ დაწინაურდნენ, მაგრამ ეს ილუზია გამოდგა, პირველივე ტაიმში ყველაფერი გაირკვა.
რაფაელ გერეირომ, ნიკოლას ჯექსონმა და ალფონსო დევისმა „რეკორდმაისტერს“ ორბურთიანი უპირატესობა მოუტანეს. მეორე ნახევრის სტარტზე ჰარი კეინმა სხვაობა გაზარდა, ხოლო 89-ე წუთზე სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს - საბოლოოდ, მიუნხენელებმა 4:2 გაიმარჯვეს და ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმეს.
კომპანის გუნდი მთელი სეზონის განმავლობაშო დომინანტი იყო, "დორტმუნდს" სიტუაციის რეალურად დაძაბვის საშუალება ერთხელაც არ მისცა და ჩემპიონი დამსახურებულად, თანაც ძალიან ადვილად გახდა. „ბაიერნმა“ 79 ქულა დააგროვა, „დორტმუნდს“ 15 ქულით გაასწრო და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი 35-ედ გაჩემპიონდა.
"ბაიერნი" - "შტუტგარტი" 4:2 (3:1)
გოლები: 0:1 ფიურიხი (21), 1:1 გერეირო (31), 2:1 ჯექსონი (33), 3:1 დევისი (37), 4:1 კეინი (52), 4:2 ანდრეასი (89)





