ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში შეიძლება ითქვას, რომ სეზონის მთავარი თამაში შედგა, რომელმაც საჩემპიონო რბოლაში ყველაფერი კიდევ უფრო დაძაბა.
„არსენალი“ თუ მოიგებდა, ან არ წააგებდა, დიდწილად, ინტრიგა მოკვდებოდა, მაგრამ „მანჩესტერ სიტიმ“ „ეტიჰადიდან“ კონკურენტს ქულები არ გაატანა და 2:1 მოიგო.
მე-16 წუთზე რაიან შერკიმ შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში, რასაც ორ წუთში კაი ჰავერტცმა უპასუხა. ჯანლუიჯი დონარუმა უხეშად შეცდა, რომელმაც ფეხით კატასტროფულად ითამაშა და გერმანელმა ბურთზე დაუფარა, რომელიც კარში აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში „არსენალს“ კარი შანსები ჰქონდა, ერთხელ დონარუმამ იხსნა „სიტი“, ორჯერ ძელმა, ბოლოს ჰავერტცის დარტყმა უდნავ არაზუსტი იყო. სამაგიეროდ, მანჩესტერელებმა გაიტანეს. 65-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა მეორედ დააწინაურა პეპ გვარდიოლას გუნდი და 2:1.
ამრიგად, „არსენალი“ 70 ქულით ლიდერია, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ 67 ქულა აქვს, თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. ასე რომ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავიდან იწყება.
„მანჩესტერ სიტი“ – „არსენალი“ 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 შერკი (16), 1:1 ჰავერტცი (18), 2:1 ჰაალანდი (65)





