ესპანეთის ლიგა ენდესას 27-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად მადრიდის „რეალი“ დაძაბულ ბრძოლაში, 95:90 დაამარცხა.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და სტუმრებმა მნიშვნელოვანი, თანაც სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს.
გიორგი შერმადინმა 27 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ 17 მოგებით და 10 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 აპრილს, „მურსიას“ ესტუმრება.







