„კრაიოვას“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის ჩემპიონატში თავი საგოლე პასით გამოიჩინა.
„კრაიოვამ“ ბუქარესტის „რაპიდი“ 1:0 დაამარცხა, ეს გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ასად ალ ჰამლავიმ მექვაბიშვილის პასით გაიტანა. ქართველ ნახევარმცველს ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება ჰქონდა.
მექვაბიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 3 გოლით და 8 საგოლე პასით გამოიჩინა თავი, ხოლო რუმინეთის ჩემპიონატში 29 შეხვედრაში 2 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს.
„კრაიოვას“ 39 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 27 აპრილს „არჯესს“ დაუპირისპირდება.







