ფეხბურთი

1:36 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "იმედი შევინარჩუნეთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ლიდერები არ ვართ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „არსენალთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ეს გამარჯვება იმედის მომცემია, მაგრამ რეალობა უცვლელია - „არსენალი“ ისევ ლიდერია:

„იმედი ჯერ კიდევ გვაქვს. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ საშინელი კალენდარი გვქონდა და სატურნირო ცხრილის სათავეში არ ვართ. „არსენალი“ ინგლისში საუკეთესო გუნდია, მაგრამ ბოლომდე ბრძოლის შანსი შევინარჩუნეთ. ფაქტია, რომ ეს გუნდი დავამარცხეთ. ძალიან კონკურენტუნარიანი, წარმოუდგენელი. გვქონდა ჩვენი მომენტები, მათაც ჰქონდათ თავიანთი.

ჩვენ კარაბაოს თასზე უკეთესები ვიყავით. დღეს ნამდვილად კარგები ვიყავით. ისინი მარცხის შემდეგ აქ მშივრები მოვიდნენ და ჩვენ მოვიგეთ. „არსენალი“ ნგლისში საუკეთესო გუნდია, უდავოდ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენც ასევე ვართ.

ვულოცავ ბიჭებს, მაგრამ ყურადღება არ უნდა გავფანტოთ. ოთხშაბათს გადადებული მატჩი გვაქვს და თუ მოვიგებთ, ქულებით გავთანაბრდებით. სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენი კალენდარი წარმოუდგენლად რთულია. ამ მოგებით უნდა ვისიამოვნოთ, მაგრამ რეალობა ასეთია: ვინ არის ლიდერი? ისინი, ვის აქვს უკეთესი ბურთების შეფარდება? ჩვენ არა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163101