ფეხბურთი

10:32 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "ქვილითაიამ თამაშში გოლის გარდა, დინამიზმიც მოგვიტანა"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანსუა ტავენომ „პარიზთან“ მატჩის (1:3) შემდეგ გიორგი ქვილითაიაზე კომენტარი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა სადებიუტო გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში და მასზე მწვრთნელმა თქვა:

„ქვილითაიამ „ლანსთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ შემდეგ კოჭის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის შემდგომაც ოპერაციაც ჩაუტარდა. სამი კვირის განმავლობაში უჭირდა, სანამ ორი კვირის წინ ფორმაში დაბრუნდებოდა. მან დღევანდელ მატჩში დინამიზმი და გოლი მოგვიტანა. ის სეზონის ბოლოს ნამდვილად გამოგვადგება“, - თქვა ტავენომ.

გიორგი ქვილითაიას „მეცის“ მაისურით ჩატარებულ ექვს მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

„მეცის“ მოუგებელი სერია გრძელდება, 15 ქულით ბოლო ადგილზეა და ელიტაში დარჩენა მისთვის პრაქტიკულად სასწაული იქნება. მომდევნო ტურში ქართველების გუნდი 26 აპრილს, "ლე ავრს" ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091035