ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, ბრძოლა არ დასრულებულა და სწამს, რომ ჩემპიონობას შეძლებენ:
„ერთი შესაძლებლობა დავკარგეთ, კიდევ ხუთი გვაქვს. როდესაც ამდენი ამდენი აშკარა საგოლე მომენტი გაქვს, როგორც მათ წინააღმდეგ გვქონდა, ბურთი კარში უნდა გაიტანო და სამი ქულა მოიპოვო. არ ვაპირებთ გაჩერებას და ისევ გავაგრძელებთ. ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, ჩვენთვის ხუთი თამაშია და მათთვის ექვსი. ჩვენ ჯერ კიდევ სამი ქულით წინ ვართ, ჯერ კიდევ ბევრია სათამაშო.
ვიცი, რა დონეზე ვართ. ყველაფერი ჯერ კიდევ სათამაშოა, ვიცით, რამდენად გვინდა. არ ვაპირებთ გაჩერებას, ვხედავ, ჩემს ფეხბურთელებს ყოველდღე და მჯერა, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია.
სრულად გვწამს, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. „სიტისთან“ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, როგორი გუნდი ვართ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და იქ ვართ, რომ ავიღოთ“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.





