NBA-ში "ორლანდო მეჯიქმა" პლეი-ოფი გამარჯვებით დაიწყო, გოგა ბითაძის გუნდი სტუმრად "დეტროიტ პისტონს" დაუპირისპირდა და 112:101 იმარჯვა.
სტუმრებმა შეხვედრა თავიდანვე კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში რვა ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს. "დეტროიტმა" მერე მეოთხედში თამაში გამოასწორა, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედი კვლავ "ორლანდოს" კარნახით წარიმართა და საბოლოო პირველი შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.
გოგა ბითაძემ დღევანდელ მატჩში პარკეტზე 11:16 წუთი დაყო და ხსენებულ დროში 4 ქულას, 6 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო მეჯიქისა" და "დეტროიტ პისტონსის" მომდევნო მატჩი 23 აპრილს გაიმართება და აღნიშნულ დაპირისპირებას კვლავ "დეტროიტის" საშინაო არენა უმასპინძლებს.







