საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნულმა ნაკრებმა პადოვაში გამართულ მსოფლიო თასზე მეშვიდე ადგილი დაიკავა, თუმცა აღნიშნულ ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა ორი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების ღირსებას სანდრო ბაზაძესთან ერთად, 17 წლის გიორგი ურუშაძე და 19 წლის ალექსანდრე თავართქილაძე იცავდნენ. ნაკრებმა გამოსვლა 1/16 ფინალიდან დაიწყო, სადაც უზბეკეთის ნაკრები დამაჯერებლად 45:38 დაამარცხა. 1/8 ფინალში კი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ამერიკის ნაკრებთან, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში 45:44 სძლია. საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალში მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ კორეასთან უშანსოდ 37:45 დამარცხდა, თუმცა მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში ტურნირის მასპინძელ და რეიტინგის მეორე ნომერ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 45:41 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ პადოვაში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და სანდრო ბაზაძე, 200 ქულით, მსოფლიოს რეიტინგს ისევ სათავეში ჩაუდგა, ის უშუალო კონკურეტ, ფრანგ ჯინ - ფილიპ პატრისს 16 ქულით უსწრებს.







