ფეხბურთი

12:21 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის"

"ლივერპულის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი "ევერტონთან" მიღებულ ტრავმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. მალე დავბრუნდები. დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ დერბიში", - დაწერა მამარდაშვილმა.

მამარდაშვილმა დაზიანება მატჩის 54-ე წუთზე მიიღო, როდესაც "ევერტონის" თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და იმ მომენტში შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ მამარდაშვილის ტრავმაზე კომენტარი არნე სლოტმაც გააკეთა, მისი თქმით, გიორგი პირდაპირ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, რადგან მას ღრმა ჭრილობა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 8, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092239