ფეხბურთი

14:00 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარ მოედანზე "ლიონს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზელთა მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა კი ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელია არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და ძალიან აქტიურად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანაგუნდელთა შორის ყველაზე აქტიური იყო, რაც შესანიშნავი გოლით დაუფასდა: 94-ე წუთზე შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ ბადეში აღმოჩნდა.

ქართველ ფეხბურთელს კარგი თამაში დაუფასა ცნობილმა სტატისტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა, რომელმაც ქართველს 8.4 შეფასება დაუწერა და 30-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა.



ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის 24 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 41 შეხვედრაში 14 გოლი და 9 საგოლე პასია. ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენი“ 63 ქულით ლიდერია და ერთი ქულით უსწრებს „ლანსს“, თანაც პარიზულ კლუბს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.20789