სხვა

16:00 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "ჩემი სპარინგ პარტნიორები ძალიან მეცოდებიან, გეიჯის ძალიან უცნაური სტილი აქვს"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მომავალი ჩხუბისთვის აქტიურად მზადების პროცესს განაგრძობს, მან სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც თავის სპარინგ პარტნიორებთან ერთად ემზადება. "ელ მატადორმა" ასევე ვარჯიშში ახალი ელემენტები შეიტანა, რაც გულისხმობს თავის მოძრაობის გაუმჯობესებას. ილია მზის სათვალით ცდილობს მხედველობა შეიზღუდოს და პატარა ბურთები აიცილოს თავის მოძრაობით აიცილოს.

თოფურიას მწვრთნელი ახალ ვარჯიშთან დაკავშირებით - "სათვალე გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, როგორ მუშაობს მარცხენა და მარჯვენა თვალი და განსაკუთრებით — როგორ მუშაობენ ისინი სინქრონში. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის კოგნიტიური ვარჯიში, რომლის დროსაც მას უნდა აირჩიოს რიცხვები 1-დან 50-მდე, ამავდროულად იმუშავოს აკომოდაციაზე და ბინოკულარულ ხედვაზე",

"ჩემს სპარინგ პარტნიორებს ძალიან რთული საქმე აქვთ, რადგან მათ ჯასტინ გეიჯის ბრძოლის იმიტაცია უნდა მოახდინონ. ამის გამო ისინი გულწრფელად მეცოდებიან.

ჯასტინი დატყმებს ძალიან უცნაური კუთხეებიდან ისვრის და ხელებსაც ძირს წევს დარტყმის მომენტში. ეს უცნაურია, უცნაური... ძალიან უცნაური", - განაცხადა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა 14 ივნის გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მტავარი მოვლენა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089754