ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში "მერსისაიდული" დერბი გაიმართა, სადაც "ლივერპულმა" სტუმრად "ევერტონი" დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
„ლივერპული“ 29-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა დააწინაურა და ამ გოლით ეგვიპტელმა სტივენ ჯერარდის რეკორდი გაიმეორა. მან "მერსისაიდულ" დერბიში მე-9 გოლი გაიტანა და ამ მიღწევით ლეგენდარულ ინგლისელს გაუთანაბრდა.
მოგეხსენებათ, რომ მოჰამედ სალაჰმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის "ლივერპულს" დატოვებს, ის ინგლისური კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს.
მიმდინარე სეზონში სალაჰს ყველა ტურნირზე 38 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 12 გოლთან ერთად 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





