ფეხბურთი

18:05 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"პარდუბიცეს" მწვრთნელი: "ხარატიშვილმა შესანიშნავი სამუშაო გასწია"

ჩეხეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „პარდუბიცემ სტუმრად „პლზენი“ 1:0 დაამარცხა, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო კი ქართველი მეკარე ლუკა ხარატიშვილი იყო.

ხარატიშვილმა 3 დარტყმა მოიგერია და კარი მშრალად შეინახა, რითაც სენსაციურ მოგებაში, რომელიც „პარდუბიცესთვის“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. ქართველი შეაქო მთავარმა მწვრთნელმა იან ტრუშილმაც:

„მასპინძლებმა საბოლოოდ, მაქსიმუმი გააკეთეს, მაგრამ მცველებმა და ლუკამ შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. სამწუხაროა, რომ კიდევ ვერ გავიტანეთ, მაგრამ პლზენში გამარჯვება ჩვენთვის მაინც ზღაპარია“, - თქვა ჩეხმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ხარატიშვილს ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10 თამაში აქვს ჩატარებული და 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა, დარტყმების 73% კი მოიგერია.

„პარდუბიცე“ 38 ქულით მეცხრე ადგილზეა და ელიტაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა, მომდევნო ტურში კი 25 აპრილს, „ზლინს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166623