ბრაზილიის სერია ა-ს მე-12 ტურში "სანტოსმა" საკუთარ მოედანზე "ფლუმინენსეს" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, როდესაც ნეიმარი მოედანს ტოვებდა ყურებზე ორივე ხელი მოიკიდა, რამაც შემდეგ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს ჟესტი ბრაზილიურმა გამოცემამ აღიქვა ისე, თითქოს ნეიმარს კრიტიკის მოსმენა არ სურდა.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნეიმარმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა:
"დადგა დღე, როდესაც მიწევს ყურების მოფხანა ავხსნა! მეგობრებო ძალიან ზედმეტი მოგდით და მინდა გითხრათ, რომ ზღვარი გადაკვეთეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის ატანა მიწევს. დარწმუნებული ვარ, მსგავს რამეს ვერავინ გაუძლებდა", - დაწერა ნეიმარმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "სანტოსი" 12 ტურის შემდეგ 13 ქულას აგროვებს და მე-15 ადგილზე იმყოფება.







