ფეხბურთი

18:38 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ლიგა 1-ში დაბრუნება შეგვიძლია"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში „ბასტიასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მისთვის აუხსნელია, რატომ იწყებენ მატჩებს ცუდად. ზურიკომ აღნიშნა, ეს „სენტ ეტიენის“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო სეზონში:

„ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო სეზონში. გოლი პირველივე წუთზე გავუშვით და ამის შემდეგ რთული იყო. ვერ ვითამაშეთ ლამზი ფეხბურთი და ვერ გამოვავლინეთ სწორი დამოკიდებულება. ლიგა 2-ში ყველა მატჩში 100%-ით უნდა დაიხარჯო, ან მეტადაც. საკმარისად მებრძოლები არ ვიყავით, რაც ლიგა 2-ში მიუღებელია.

თუმცა, ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და ყურადღება დარჩენილ სამ ფინალზე გავამახვილოთ, ყველას ვაჩვენოთ, რომ შესანიშნავი გუნდი ვართ, რომელსაც შეუძლია სამივე მატჩის მოგება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად. არ ვიცი, რატომ ვიწყებთ მატჩებს ასე. მატჩის წინ გასახდელში ვეუბნებით საკუთარ თავს, რომ კარგად უნდა დავიწყოთ, მაგრამ ვერ ვხვდები, რა ხდება მოედანზე გასვლის შემდეგ. იმედი მაქვს, უკეთესად ვითამაშებთ და მომდევნო სამ თამაშს გამოვიგებთ. უნდა გამოვასწოროთ, რომ ეს აღარ განმეორდეს“, - თქვა ზურიკომ.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.

„სენტ ეტიენი“ 57 ქულით მეორე ადგილს „ლე მანთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „ტრუას“ კი, რომელსაც 25 აპრილს უმასპინძლებს, 4 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174603