გადაწყვეტილება მიღებულია - თბილისში გამართული 2026 წლის ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოს ევროპის კავშირმა (EJU) საქართველოს კიდევ ერთი დიდი ტურნირის ორგანიზების ჩატარების საშუალება მისცა.
სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძისა და EJU-ს პრეზიდენტ ლასლო ტოთის შეხვედრაზე საბოლოოდ დადასტურდა, რომ 2027 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართუ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი 4 ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, გურამ თუშიშვილი), 2 ვერცხლის (გიორგი სარდალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი) და 1 ბრინჯაოს მედალია (ილია სულამანიძე). საქართველო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, აჯობა საფრანგეთსა (2 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) და რუსეთს (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო).







