ლეგენდარული ფეხბურთელი გეორგე ჰაჯი რუმინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ჰაჯიმ ფედერაციასთან კონტარქტი 2028 წლამდე გააფორმა და მისი დებიუტი 2 ივნისს, თბილისში, საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგება.
„ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა რუმინეთის ნაკრების კვლავ წარმოდგენა, როგორც ეს ფეხბურთელობისას გავაკეთე. იმედი მაქვს, იგივეს გაკეთებას მწვრთნელის რანგშიც შევძლებ. დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია დიდი წარმატების მიღწევა. - თქვა ჰაჯიმ.
გეორგე ჰაჯი რუმინეთის ნაკრებს 2001 წელსაც წვრთნიდა და ბოლოს, სხვათა შორის, სწორედ საქართველოსთან მატჩში, როცა 2002 წლის მუნდიალის შესარჩევში გუნდები დაზავდნენ (1:1).
ჰაჯიმ რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მირჩა ლუჩესკუ შეცვალა, რომელიც, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.







