ფეხბურთი

19:40 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის გამოჯანმრთელების სავარაუდო დრო ცნობილია

„ლივერპულის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრავმა ძალიან სერიოზული არ გამოდგა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

The Athletic იტყობინება, რომ ჯერ უცნობია, ზუსტად როდის გამოჯანმრთელდება ქართველი კიპერი, მაგრამ ტრავმა ისეთი სერიოზული არ გამოდგა, როგორც ვარაუდობდნენ. შესაბამისად, წყაროს თანახმად, მამარდაშვილი გუნდს ორიდან ოთხ კვირაში დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ერთ თვეში „ლივერპულისთვის“ სეზონი სრულდება, შესაბამისად, თუ გიორგის ოთხი კვირის გამოტოვება მოუწია, მისთვის პრაქტიკულად სეზონი დასრულებულია, მაგრამ თუ მანამდე დაბრუნდება, გუნდის განკარგულებაში ბოლო მატჩებში იქნება. მოგეხსენებათ, მამარდაშვილმა დაზიანება „ევერტონთან“ მატჩში მიიღო, რის გამო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 8, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

„ლივერპული“ პრემიერლიგაში 33 ტურის შემდეგ 55 ქულით მეხუთე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა, რადგან ამ მოგებით უახლოეს მდევრებს 7 ქულით გაუსწრო. სლოტის გუნდი მომდევნო ტურში 25 აპრილს, „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164305