ფეხბურთი

22:52 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბორნმუთს" ახალი სეზონიდან გერმანელი მწვრთნელი ეყოლება

„ბორნმუთის“ მთავარ მწვრთნელად მარკო როზე დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

გერმანელი სპეციალისტი ინგლისურ გუნდს სათავეში ზაფხულიდან ჩაუდგება და ანდონი ირაოლას შეცვლის, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ალუბლებს“ დატოვებს. როზემ „ბორნმუთთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

49 წლის გერმანელი ბოლოს „ლაიფციგში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „ზალცბურგის“, „გლადბახის“ და „დორტმუნდის“ მწვრთნელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163627