ფეხბურთი

21:43 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" წინააღმდეგ ვიტინიას თამაში საეჭვოა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ვიტინიამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ ნახევარფინალური მატჩი გამოტოვოს.

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა „ლიონთან“ შეხვედრაში ქუსლის ტრავმა მიიღო და როგორც ფრანგული კლუბი იტყობინება, მისი მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება, კვირის ბოლოს კი ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება.

ვიტინია პსჟ-ს ვერ დაეხმარება ლიგა 1-ის უახლოეს მატჩებში - „ნანტთან“ და „ანჟერთან“, ხოლო „ბაიერნთან“ ითამაშებს თუ არა, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა.

ვიტინიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენში“ ჩატარებულ 45 თამაშში 7 გოლი გაიტანა, ხოლო 10-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

თეგებივიტინიაპსჟ
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.180729