ჭიდაობა

21:10 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ორი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ორი ქართველი მოჭიდავე ფინალშია და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

55 კგ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუამ ფინალამდე ბულგარელი სტეფან გრიგოროვი 9:0 და სომეხი მანველ ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა, ხოლო ფინალში რუს ემინ სეფერშაევს შეხვდება.

77 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა რამაზ ზოიძე, რომელმაც ესპანელი მარკოს მეიხასი 8:2, ხორვატი ანტონიო კამენიასევიჩი 9:3, სერბი ალექსა ილიჩი 5:2 და უნგრელი რობერტ ფრიტში 8:0 დაამარცხა. ზოიძის მეტოქე ფინალში სომეხი მალხას ამოიანი იქნება.

ბრინჯაოს შანსი ექნება ფრიდონ აბულაძეს (63 კგ), რომელმაც ფინელ ტინო ტაპიო ოიალას 4:1 აჯობა, შემდეგ მოლდოველ ვიტალიე ერიომენკოსთან 0:5 წააგო, მაგრამ ის ფინალში გავიდა და ქართველიც რეპეშაჟში გადავიდა. 130 კგ წონით კატეგორიაში სულხან ბუიძემ უნგრელ დარიუს ვიტეკთან მარცხი განიცადა, მაგრამ მან ფინალში გასვლა შეძლო და ქართველიც ხვალ რეპეშაჟიდან ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ შვეიცარიელი დამიან ვონ ეუვი 10:0 დაამარცხა, მაგრამ შემდეგ უკრაინელ იაროსლავ ფილჩაკოვთან 1:3 წააგო და ვინაიდან ისიც ფინალში ვერ გავიდა, გობაძემ გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.

21 აპრილიდან ჩაერთვებიან ევროპის ჩემპიონატზე დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), იური ლომაძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169834