ფეხბურთი

23:26 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" დირექტორმა "ბარსელონაში" ბასტონის ტრანსფერი გამორიცხა

მილანის „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ „ბარსელონას“ მხრიდან ალესანდრო ბასტონის ინტერესზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, თუ ვინმეს ბასტონის შეძენა სურს, კლუბში უნდა დარეკონ. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ 27 წლის მცველი „ნერაძურიში“ დარჩება.

„თუ ვინმეს ბასტონი სურს, ჩვენი ნომერი იცის და უნდა დაგვირეკოს, მედიასთან საუბრის ნაცვლად. არ არსებობს ისეთი სიტუაცია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ის ზაფხულში წავა. ძალიან კმაყოფილები ვართ ბასტონით და დარწმუნებულები ვართ, რომ ის ჩვენს კლუბში შესანიშნავად თამაშს გააგრძელებს“, - თქვა აუზილიომ.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ბასტონი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 295 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. მან კარიერა „ატალანტაში“ დაიწყო, ერთი სეზონი კი „პარმაშიც“ გაატარა. იტალიის ნაკრებში მის აქტივში 43 თამაშში 3 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089136