ჩოგბურთი

0:02 | 21.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში იტალიელი სტეფანო ტრავალია დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ბასილაშვილმა მეტოქეს საათსა და 28 წუთში აჯობა, ორ სეტში - 7:6, 6:4. ორივე სეტი დაძაბული იყო, განსაკუთრებით, პირველი, რომელიც ქართველმა ტაიბრეიკზე 7:4 მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 აპრილს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ამერიკელ პატრიკ კიპსონს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ძირითად ბადეში მოხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.218371