„მილანის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ეს მისი მე-14 გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ მოდრიჩი ხორვატიის წლის საუკეთესოდ ზედიზედ მე-10-ედ დაასახელეს.
მოდრიჩი „მილანს“ 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ამ სეზონში ლუკამ „მილანის“ რიგებში 35 მატჩში ორი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მანამდე ის მადრიდის „რეალში“ თამაშობდა. „სამეფო კლუბში“ 13-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მოდრიჩმა ექვსჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის სამეფო თასი. 39 წლის ნახევარმცველმა ასევე ხუთჯერ მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი. 2024 წელს მოდრიჩმა „რეალთან“ ერთად საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.







