ფეხბურთი

11:47 | 21.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლი“ მზადაა გორდონი 86 მილიონ ევროდ გაუშვას

„ნიუკასლ იუნაიტედი“ მზადაა განიხილოს თავდამსხმელ ენტონი გორდონის ტრანსფერი, წერს The Times.

წყაროს ცნობით, 25 წლის ინგლისელის სატრანსფერო ფასი მინიმუმ 86 მილიონი ევროა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპული“ და „არსენალი“ აკვირდებიან გორდონს, მაგრამ მთავარი პრეტენდენტი გერმანული მიუნხენის „ბაიერნია“. ფეხბურთელისა და ბავარიული კლუბის წარმომადგენლები მალე პოტენციურ ტრანსფერზე იმსჯელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „კაჭკაჭები“ ინგლისელი ფეხბურთელის შესაძლო გაყიდვიდან დაახლოებით 90-100 მილიონი ევროს მოზიდვას ცდილობენ.

ამ სეზონში გორდონმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 17 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შესარულა. თავდამსხმელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2030 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162119