კალათბურთი

12:51 | 21.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტომ" მეორე მატჩიც წააგო

"ტორონტოს" მძიმე მდგომარეობის ფონზე, ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს პლეი-ოფში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად იქცა.

კანადურმა გუნდმა "კლივლენდ კავალიერსთან" აღმოსავლეთ კონფერენციის სერიის მეორე მატჩიც დათმო 105:115. აღსანიშნავია, რომ „რეპტორსს“ კლივლენდელებთან პლეი-ოფში ზედიზედ უკვე 12 შეხვედრა აქვს წაგებული, უარყოფითი სერია, რომელიც 2016 წლიდან გრძელდება.

მიუხედავად გუნდის მარცხისა, მამუკელაშვილი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 21 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა, რითაც პლეიოფში კარიერის პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდრომ 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი 2-დან 1 საჯარიმო ზუსტად ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. საინტერესოა, რომ მისი ყოფნის პერიოდში „რეპტორსმა“ მეტოქეს 7 ქულით აჯობა.

ტორონტოს პრობლემები განსაკუთრებით სასტარტო ხუთეულში გამოიკვეთა. გუნდის ლიდერმა ბრენდონ ინგრემი 36 წუთში მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯამალ შიდი 38 წუთში 3 ქულით შემოიფარგლა. სუსტად გამოიყურებოდა ავსტრიელი ცენტრი იაკობ პიოტლი, რომელიც თამაშის დასაწყისში მოედანზე აქტიური ვერ იყო და მწვრთნელმა დარკო დაიაკოვიჩი მოგვიანებით საერთოდ აღარ ათამაშა.

თავის მხრივ, "კლივლენდის" ლიდერებმა მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაადასტურეს: დონოვან მიტჩელი 30 ქულით საუკეთესო იყო, ჯეიმს ჰარდენი 28 ქულა მიითვალა, ხოლო ევან მობლი 25 ქულით გამოირჩა და შესანიშნავი სიზუსტე აჩვენა.

სერია ახლა ტორონტოში გადაინაცვლებს, სადაც „რეპტორსი“ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. მომდევნო მატჩები 24 და 26 აპრილს გაიმართება და კანადურ გუნდს შანსის შესანარჩუნებლად ორივე შეხვედრის მოგება სჭირდება.

ამ წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე "ორლანდო მეჯიქი" - "დეტროიტ პისტონსის" წყვილში უმჯობესს შეხვდება. „მეჯიქი“ უკვე დაწინაურდა და გუნდის შემადგენლობაში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090888