„ინტერის“ თავდამსხმელის, ფრანჩესკო პიო ესპოზიტოს აგენტმა, მარიო ჯუფრედიმ, ფეხბურთელისადმი ინგლისური კლუბების ინტერესზე ისაუბრა.
„პიო „ინტერში“ ბედნიერია. ვფიქრობ, როგორც ფეხბურთელს, ასევე გუნდს მომდევნო 10 წლის განმავლობაში ერთად დარჩენა სურთ. ესპოზიტოს ტრანსფერებზე ფიქრი, თუ კლუბი ამას არ მოისურვებს, არ არის ის, რასაც ფეხბურთელი ან მე ვგეგმავთ. ჩვენთვის პიოს ტრანსფერის სამუშაოები არ დაწყებულა და არც არასდროს დაიწყება, რადგან მისთვის ტრანსფერების ბაზარი არ იქნება. ის ბედნიერია „ნერაძურიში“ დარჩენით“, - ციტირებს ჯუფრედის სიტყვებს Football Italia.
ესპოზიტო 20 წლისაა. იტალიელმა თავდამსხმელმა ამ სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, ცხრა ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ინტერთან“ 2030 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.





