ფეხბურთი

14:47 | 21.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში ნაპოლეონით დაინტერესდნენ

საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბებმა ბელგიური „შარლერუას“ ნახევარმცველის, იაკობ ნაპოლეონ რომსოსის მიმართ ინტერესი გამოთქვეს - გვამცნობს Sport.fr.

ნაპოლეონი „ბრესტისა“ და „ოსერის“ ინტერესთა სფეროშია, რომლებიც ნახევარდაცვის გაძლიერებას ცდილობენ.

ნაპოლეონი 21 წლისაა და ნორვეგიის, კერძოდ „შაიდის“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია.

2021 წელს მან ნორვეგიის მეორე დივიზიონში დებიუტი შეასრულა „კიელსას“ წინააღმდეგ. სეზონის ბოლოს კლუბს პირველ დივიზიონში ასვლაში დაეხმარა. 2022 წელს მან ნორვეგიის პირველ დივიზიონში ჰქონდა დებიუტი. 2023 წლის დასაწყისში „ტრომსიოში“ გადავიდა.

კლუბში ორწლიანი გატარების შემდეგ, ნაპოლეონი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ბელგიურ „შარლერუაში“ აღმოჩნდა და 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

მან ამ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 1.87 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161846