ფეხბურთი

15:46 | 21.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსმა შეაფასა „ბაიერნისა“ და პსჟ-ს შანსები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში

მადრიდის “რეალისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გააზიარა თავისი მოსაზრება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნსა“ და პსჟ-ს შორის მომავალ ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე. ნახევარფინალების პირველი მატჩი 28 აპრილს, პარიზის „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.

„ვფიქრობ, „ბაიერნს“ დაცვაში ცოტა უკეთესად თამაში მოუწევს, ვიდრე მეოთხედდდფინალში „რეალის“ წინააღმდეგ. პსჟ-ს შეუძლია მადრიდზე უფრო ეფექტური იყოს. ორივე მატჩში „ბაიერნმა“ მაღალი რისკის დაცვა ითამაშა, რაც შეუძლია კიდევ უფრო მეტად გამოიყენოს, თუ ისინი რამდენიმე ცვლილებას განახორციელებენ. ჩემთვის ეს არის მატჩი წარმატების თანაბარი შანსებით. პსჟ მოქმედი ჩემპიონია. მათი ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, მჯერა, რომ „ბაიერნი“ და პსჟ ორი საუკეთესო გუნდია“, - ციტირებს კროოსის სიტყვებს Sky Sport Germany.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09555