„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ოცნება „ბარსაში“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
როგორც გერმანელმა აღნიშნა, კონტრაქტის განახლებაც სურს, რადგან „ბარსელონა“ მისი ბოლო კლუბია:
„ყოველი სეზონი მოგზაურობაა. ჩვენი გუნდი ახალგაზრდაა და დამარცხება შეიძლება მოხდეს. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მტკივნეული იყო, მაგრამ ახლა შემდეგ მატჩებში ყველაფერი უნდა გავიღოთ. ვამაყობ ჩემი გუნდით, მაგრამ უნდა გავუმჯობესდეთ და ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. ადვილი არ იქნება, მაგრამ გვინდა, ყველაფერი გავიღოთ და ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.
ჩემთვის, ჩემპიონთა ლიგის მოგება „ბარსელონასთან“ ერთად უდიდეს ოცნებად რჩება. ორი რამ მინდა და პირველი არის ჩემპიონთა ლიგის მოგება აქ. ამისათვის სატრანსფერო ბაზარზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს. გაუმჯობესების პოტენციალი არსებობს. მეორე, რაც მინდა, არის ის, რომ „კამპ ნოუს“ დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ მწვრთნელი ვიყო. ცხადია, ეს შედეგებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ და ძალიან კმაყოფილი ვარ, თუ როგორ მიდის საქმეები. აქ დიდი ოჯახია და ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია.
სიმართლე გითხრათ, ჩემი გეგმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტის განახლებაა. ეს ჩემი კარიერის ბოლო კლუბი იქნება. ეროვნულ ნაკრებშიც და „ბაიერნშიც“ ფანტასტიკური მომენტები გავატარე, მაგრამ აქ ვგრძნობ, რომ ჩემს გარშემო ყველაფერი საუკეთესოა. გასახდელში ატმოსფერო შესანიშნავია, ჩემპიონთა ლიგა კი მოტივაციაა. ერთად უნდა დავრჩეთ და ისევ ვცადოთ. იმედია, ეს ძალიან მალე მოხდება.
ტრანსფერები? დეკუს ყოველდღე ვესაუბრები და უკვე მომავალ სეზონზე ვართ ორიენტირებულნი. ახლა სატრანსფერო ბაზარზე ან ახალ ფორვარდზე საუბრის დრო არ არის. ახლა ყველა გვჭირდება და შემდეგ სიტუაციას გავაანალიზებთ. ნათელი იდეები გვაქვს, მაგრამ ახლა ამის განხილვის დრო არ არის“, - თქვა ფლიკმა.





