ჩინეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში „შანდონ ტაიშანმა“ სტუმრად „ტიანჯინი“ 2:1 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილი კი საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა (0:1). 82-ე წუთზე კი მისი პასით ჩენ ზეშიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და „შანდონმა“ 2:1 მოიგო. ვაკო პირველ საგოლე შეტევაშიც მონაწილეობდა.
ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შვიდ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„შანდონ ტაიშანი“ ჩინეთის სუპერლიგაში 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 აპრილს, „ჰაინუს“ ესტუმრება.







