ფეხბურთი

19:19 | 21.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულში" არნე სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს

„ლივერპული“ არნე სლოტის გათავისუფლებას სეზონის დასრულების შემდეგ არ გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „წითლების“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდს მომდევნო სეზონშიც ნიდერლანდელი უხელმძღვანელებს. „ლივერპულს“ პრაქტიკულად გარანტირებული აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, რადგან უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს, ეს კი გადამწყვეტი ფაქტორია.

სლოტს ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს და როგორც ჩანს, კლუბში მის ამოწურავმდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ არნე სლოტი „ლივერპულს“ 2024 წლიდან ავარჯიშებს და გუნდს შარშან პრემიერლიგა მოაგებინა, მაგრამ მიმდინარე სეზონი „წითლებმა“ ჩააგდეს, რის გამოც სლოტის გათავისუფლებაზე ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგრამ კლუბში მას კიდევ ერთ შანსს მისცემენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087389