„კრაიოვას“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი ნახევარმცველი რუმინეთის საფეხბურთო ლიგამ გამოარჩია. მექვაბიშვილმა ბუქარესტის „რაპიდთან“ საგოლე პასი გააკეთა და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასებაც მიიღო.
ანზორ მექვაბიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 3 გოლით და 8 საგოლე პასით გამოიჩინა თავი, ხოლო რუმინეთის ჩემპიონატში 29 შეხვედრაში 2 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს.
„კრაიოვას“ 39 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 27 აპრილს „არჯესს“ დაუპირისპირდება.







