ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც მეორე საშეჯიბრო დღეს 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთო ასპარეზობაში და იური ლომაძე ფინალში გავიდა.
72 კგ წონით კატეგორიაში ლომაძემ ჯერ სური კამილ ახმატვალეევი 6:0 დაამარცხა, შემდეგ ხორვატ პაველ პუკლავეჩს 11:0 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქ ჯენგიზ არსლანთან 3:2 მოიგო და ფინალშია, სადაც ფრანგ იბრაჰიმ მაჰმუდ ჰამედ ჰასან განემს შეხვდება.
67 კგ წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ რუსი ჰლებ მაკარანკა 3:1 და ხორვატი დომინიკ ეტლინგერი 6:1 დაჯაბნა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვთან დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოსთვის გავა ხალიჩაზე.
82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ თურქი იუკსელ სარიჩიჩეკი 9:2 დამაარცხა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ გურბან გურბანოვთან 1:2 დამარცხდა და ხვალ ისიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ ესტონელი რიჩარდ კარელსონი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ უკრაინელ ვლადენ კოზლიუკთან 2:11 დამარცხდა, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და მელიამაც ასპარეზობა დაასრულა.
დიმიტრი ხაჩიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა თურქ მერთ ილბარშთან (5:8), რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველმაც გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.







