ფეხბურთი

20:54 | 21.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური დაიწყო, რომლის პირველ შეხვედრაში „დინამო თბილისი“ „გაგრასთან“ დამარცხდა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 52-ე წუთზე ლუკა კეკელიძემ გაიტანა. „დინამოს“ საკმარისი დრო ჰქონდა სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ ვერაფერი გააწყო და მარცხი განიცადა.

„დინამო თბილისს“ 8 ტურში ერთადერთი მოგება აქვს, უკვე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა და 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სამგურალს“ შეხვდება.

„გაგრამ“ ამ გამარჯვებით 9 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილიდან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო მომდევნო შეხვედრას „მეშახტესთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093056