ჭიდაობა

21:32 | 21.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლოლუას და ზოიძის ვერცხლის მედლები ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

55 კგ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუამ ფინალამდე ბულგარელი სტეფან გრიგოროვი 9:0 და სომეხი მანველ ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა, ხოლო ფინალში რუს ემინ სეფერშაევს შეხვდა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო და 18 წლის მოჭიდავე ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

77 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა რამაზ ზოიძე, რომელმაც ესპანელი მარკოს მეიხასი 8:2, ხორვატი ანტონიო კამენიასევიჩი 9:3, სერბი ალექსა ილიჩი 5:2 და უნგრელი რობერტ ფრიტში 8:0 დაამარცხა. ზოიძის მეტოქე ფინალში სომეხი მალხას ამოიანი იყო, რომელთანაც მარცხი განიცადა და ისიც ვერცხლს დაეუფლა.

ბრინჯაოს შანსი ჰქონდა ფრიდონ აბულაძეს (63 კგ), რომელმაც ფინელ ტინო ტაპიო ოიალას 4:1 აჯობა, შემდეგ მოლდოველ ვიტალიე ერიომენკოსთან 0:5 წააგო, მაგრამ ის ფინალში გავიდა და ქართველიც მედლისთვის შანსი მიიღო, მაგრამ თურქ კერემ კამალთან 2:6 წააგო. სულხან ბუიძემ (130 კგ) მარცხი რეპეშაჟში განიცადა.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის დასკვნით დღეს, 22 აპრილს, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს იური ლომაძე, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის დიეგო ჩხიკვაძე და გელა ბოლქვაძე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166768