ფეხბურთი

0:51 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ტრიუმფიდან 10 წლის შემდეგ "ლესტერი" მესამე დივიზიონში გავარდა

პრემიერლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ „ლესტერ სიტი“ ლიგა 1-ში გავარდა, რანგით მესამე დივიზიონში.

„მელიები“ შარშან პრემიერლიგიდან დაქვეითდნენ, წელს კი ჩემპიონშიფიდანაც, სადაც სეზონის დასრულებამდე ორი ტურით „ლესტერმა“ გადარჩენის შანსი დაკარგა.

„ლესტერს“ 42 ქულა აქვს (6 ქულა დააკლეს) და 23-ე ადგილზეა, მომდევნო სეზონს რანგით მესამე ლიგაში გაატარებს.

დღესვე, „უოტფორდი“ „ვესტ ბრომვიჩთან“ სტუმრად 0:3 განადგურდა. საბა გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 68-ე წუთზე შეცვალეს. „უოტფორდი“ 57 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 აპრილს, „მიდლსბროს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167442