ევროლიგის პლეი-ოფში „ბარსელონამ“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ დაამარცხა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. „ბარსამ“ სერბულ გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 80:72 აჯობა.
თორნიკე შენგელიამ 23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დნ 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ამ მოგებით "ბარსა" მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი „მონაკო“ ათენის „პანათინაიკოსთან“ 79:87 დამარცხდა და ჯერ ვერ მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური, მაგრამ კიდევ ერთი შანსი ექნება.
ბოლო საგზურისთვის ერთმანეთს სწორედ „ბარსელონა“ და „მონაკო“ შეხვდებიან.







