ფეხბურთი

1:31 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" 0:2-დან მოიგო და იტალიის თასის ფინალშია

იტალიის თასის ნახევარფინალში მილანის „ინტერმა“ „კომო“ დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა. თუმცა, მანამდე ის ვთქვათ, რომ პირველი თამაში 0:0 იყო დასრულებული. ამჯერად, 5 გოლი გავიდა.

„კომო“ მარტინ ბატურინასა და ლუკას და კუნიას გოლებით 2:0 იგებდა, შესაბამისად, ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ასე იყო 69-ე წუთამდე, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა.

ჰაკან ჩალჰანოღლუმ ჯერ ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო შემდეგ დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ეს 86-ე წუთზე. მაშინ, როცა „კომო“ ალბათ, დამატებით დროზე თანახმა იყო, „ინტერმა“ მესამეც გაიტანა. 89-ე წუთზე ჩალჰანოღლუს პასით პეტარ შუშიჩმა გამარჯვების ბურთი შეაგდო - 3:2. ჩალჰანოღლუმ „ინტერში“ პირველად მიითვალა ერთ შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ეს გუნდები სერია A-ში შეხვდნენ, მაშინაც „კომო“ 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ის თამაშიც წააგო (3:4).

„ინტერის“ მეტოქე იტალიის თასის ფინალში „ატალანტა“ ან „ლაციო“ იქნება, რომელთა პირველი დუელი რომში 2:2 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08759