მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ალავესი“ დაამარცხა და ცუდი განწყობა ოდნავ გამოიკეთა.
ალვარო არბელოას გუნდი კილიან მბაპეს გოლით 30-ე წუთზე დაწინაურდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ვინისიუს ჟუნიორმა სხვაობა ორამდე გაზარდა. „ალავესმა“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა და 2:1.
„რეალმა“ 73 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, „ბარსელონას“ 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. „სამეფო კლუბი“ მომდევნო ტურში „ბეტისს“ ესტუმრება.





