„ლანსი“ საფრანგეთის თასის ფინალშია. პიერ საჟის გუნდმა ნახევარფინალში „ტულუზი“ 4:1 დაამარცხა.
„ლანსს“ შესანიშნავი სეზონი აქვს, საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის და თასის ფინალის საგზურიც მოიპოვა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ტოვენის, სან-მაქსიმენისა და უდოლის გოლებით მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც სტუმრებმა ერთი გოლით უპასუხეს. მეორე ნახევარში ტომასონმა სხვაობა სამამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საფრანგეთის თასის ფინალში „ლანსი“ „სტრასბურს“ ან „ნიცას“ დაუპირისპირდება.





