Canal Plus-მა „ვილიარეალის“ ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძეზე დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ.
ქართველი ფეხბურთელი საუბრობს „ლიონის“ დატოვებაზე, ასევე, თქვა, რომ რაიან შერკი მისი აზრით უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე ლამინ იამალი:
"როდესაც ფეხბურთელი ხარ, გიყვარს ამ ტიპის მოთამაშეების თამაშის ყურება. შერკი იამალზე უკეთესია. შერკი შერკია, ის ორივე ფეხით თამაშობს და იამალს ეს არსენალი ნამდვილად არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფეხსაც იყენებს. შერკი ორივე ფეხით ერთნაირად თამაშობს. მას აქვს ხედვა, ის იტანს გოლებს, შეუძლია გოლების შექმნა, შეუძლია სტანდარტულების შესრულება, მას შეუძლია ყველაფრის გაკეთება.
„ლიონის“ დატოვება ჩემი ყველაზე მტკივნეული მოგონებაა, ძალიან დამწყდა გული. მივედი იმისთვის, რომ ყველაფერი გამეკეთებინა. ვფიქრობ, 69 ნომრის აღებამ გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომლებიც რეგიონს წარმოადგენენ. ვფიქრობ, თავი გავწირე, რადგან ფინანსურად უჭირდათ. გადავწყვიტე წასვლა და თავის გაწირვა. რას ვეტყოდი ფანებს? მადლობა მათ ყველაფრისთვის, მენატრება ისინი და სეზონის ბოლოს წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა მიქაუტაძემ დოკუმენტურ ფილმში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე და რაიან შერკი „ლიონში“ თანაგუნდელები იყვნენ.





