სხვა

10:22 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გივი მაჭარაშვილი RAF-ში საჩემპიონო ბრძოლას გამართავს

28 წლის გივი მაჭარაშვილი ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში საჩემპიონო ორთაბრძოლას გამართავს, ქართველი მოჭიდავე ქვემძიმე წონის მოქმედ ჩემპიონს ამერიკელ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდება. ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

აღნიშნული დაპირისპირება 30 მაისს ტეხასის ქალაქ არლინგტონში გაიმართება და ის საღამოს მთავარი მოვლენა იქნება.

მაჭარაშვილის მომდევნო მეტოქე კაილ სნაიდერი რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. რაც შეეხება მაჭარაშვილს, მისთვის ეს ბრძოლა RAF-ში მეორე იქნება, პირველ ორთაბრძოლაში ქართველმა სტივენ ბუშანანი დამაჯერებლად დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გივი მაჭარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი და ევროპის სამგზის გამარჯვებულია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10114