ფეხბურთი

11:27 | 22.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

სალიამ მორიგი ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით მისთვის სეზონი დასრულებულია

"ნიუკასლის" ქართველმა თავდამსხმელმა ვახტანგ სალიამ მორიგი ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Gazette-ი იუწყება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის დაზიანება მიიღო სალიამ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სეზონის დასრულებამდე ცოტა დროა დარჩენილი გამოცემა ვარაუდობს, რომ ქართველის დაბრუნება მოედანზე მომდევნო სეზონამდე გამორიცხულია.

ვახტანგ სალია "ნიუკასლს" ოფიციალურად 2025 წლის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო შვიდი თვის განმავლობაში უქმობა მოუწია. სალიამ "კაჭკაჭების" 21-წლამდელთა გუნდში 2 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა, ქართველმა "ლესტერის" წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091793